ხვიჩა კვარაცხელია, ჰამედ ტრაორე
Aa
Aa

ტრაორე ხვიჩას კონკურენტად? - ნაპოლი აფრიკელის ტრანსფერზე მუშაობს

''ნაპოლი'' ''სასუოლოს'' გარემარბის, 22 წლის ჰამედ ტრაორეს ტრანსფერზე მუშაობს. ნეაპოლურმა კლუბმა ''სასუოლოს'' ოფიციალური წინადადებით მიმართა და მოთამაშის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო შესთავაზა (პლუს საბონუსე სისტემა), თუმცა ''სასუოლომ'' შეთავაზებას უარით უპასუხა. ინფორმაციას ''კალჩომერკატოს'' ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს.

სავარაუდოდ, ''ნაპოლი'' ''სასუოლოს'' ახალი წინადადებით მიმართავს. ჰამედ ტრაორე მარცხენა გარემარბია, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტი იქნება. 

ტრაორემ მიმდინარე სეზონის სერია ა-ში 28 მატჩი ჩაატარა, 7 გოლი შეაგდო, 4 საგოლე პასი შეასრულა.

''სასუოლო'' ტრაორეს გაყიდვას 25 მილიონ ევროდ გეგმავს. მისი გადაბირებისთვის ბრძოლაში ''ნაპოლის'' კონკურენტი ტურინის ''იუვენტუსია''.

გასული წლიდან მოყოლებული 22 წლის ტრაორე კოტ დივუარის ნაკრებში ასპარეზობს. რაც შეეხება მის საკლუბო კარიერას, 2015-18 წლებში ''ემპოლის'' ასაკობრივ გუნდებში ასპარეზობდა, შემდეგ პირველ გუნდში დააწინაურეს, 2019-21 წლებში იჯარით ''სასუოლოში'' ითამაშა, გასულ წელს ''ნერო ვერდისთან'' კონტრაქტი 2024 წლის ივნისამდე გააფორმა.

შეგახსენებთ, 27 აპრილს „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. ნეაპოლური გრანდის პირველი პირი „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და „კვარაზე“ სწორედ იქ ისაუბრა.

„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი პირველი შენაძენი იქნება“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ფეხბურთელების დიდებულება მოედანზე ჩანს'' - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა
''ფეხბურთელების დიდებულება მოედანზე ჩანს'' - ჯუნტოლიმ ხვიჩაზე ისაუბრა