ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი, ტორპედო, სფფ
Aa
Aa

ვერდიქტი: ტექნიკური მარცხი, ფულადი ჯარიმა და დისკვალიფიკაცია 6 ფეხბურთელს

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა. შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ შეხვედრა არ გაგრძელებულიყო.

აღნიშნული ინციდენტი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა შეისწავლა და საბოლოოდ, ქუთაისის ტორპედოს ტექნიკური წაგება ჩაეთვალა (0-3), ამის გარდა, გუნდი მომდევნო 5 საშინაო მატჩს მაყურებლის გარეშე გამართავს.


ფულადი ჯარიმა:

  • კომიტეტის გადაწყვეტილებით, დინამო თბილისს 2 400 ლარის ოდენობით ფულადი ჯარიმა დაეკისრა;

  • ასევე, ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის მეკარეების მწვრთნელს - ევგენი ტაიკევიჩს;

  • ამას გარდა, ქუთაისის ტორპედოს დაეკისრა ფულადი ჯარიმა 6 900 ლარის ოდენობით. 

დისკვალიფიკაცია:

  • დინამო თბილისი: 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამოს კაპიტანს - გიორგი პაპავას, 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია და ფულადი ჯარიმა დაეკისრა დინამო თბილისის ფეხბურთელს - დიმიტრი ანტილევსკის;

  • ტორპედო:  ფულადი ჯარიმა და 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფეხბურთელებს: ბაქარ მირცხულავას, დინო ჰამზიჩს, ლევან მჭედლიძეს და ვაჟა ტაბატაძეს, ასევე ქუთაისის ტორპედოს მწვრთნელის ასისტენტს - შოთა ბაბუნაშვილს.

  • ფულადი ჯარიმა და 5-მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაეკისრა ქუთაისის ტორპედოს ფიზ. მომზადების მწვთნელს - თეიმურაზ ჯანაშიას;

აქვე შეგახსენებთ, რომ 3 მაისს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მორიგი, მე-11 ტური აიღებს სტარტს. დინამო თბილისი დინამო ბათუმს დინამო არენაზე, 19:00 საათიდან უმასპინძლებს, ხოლო იდენტურ დროს ტორპედო დილას ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მამარდაშვილი ბულისკერიასა და მეგრელიშვილს ვერ ჯობდა, თუმცა იშრომა და მიაღწია
,,მამარდაშვილი ბულისკერიასა და მეგრელიშვილს ვერ ჯობდა, თუმცა იშრომა და მიაღწია"