ბაიერნი, ლოთარ მათეუსი
Aa
Aa

„ეს მიუღებელია“ – მაინცთან წაგების შემდეგ ბაიერნის ფეხბურთელები იბიცაზე გაფრინდნენ

ბუნდესლიგის 32-ე ტურში, „ბაიერნი“ „მაინცს“ დაუპირისპირდა და სტუმრად 1:3 დამარცხდა. მატჩის შემდეგ, „რეკორდმაისტერის“ თავკაცმა, იულიან ნაგელსმანმა ფეხბურთელებს დასვენების უფლება მისცა და მათი უმრავლესობა იბიცაზე გაემგზავრა, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხდართან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია ლოთარ მათეუსმაც დააფიქსირა და „ბაიერნის“ მოთამაშეთა ქცევას „მიუღებელი“ უწოდა. „მატჩის ასეთ სტილში წაგების შემდეგ, ეს აბსოლუტურად მიუღებელია. რომ მოეგოთ, ვიტყოდი, რომ იბიცაზე 3 დღით დარჩენა შეეძლოთ. ნაგელსმანი რომ ვიყო, უფრო მკაცრ ზომებს მივიღებდი და ასეთი მატჩის შემდეგ, დასვენების დღეებს გავაუქმებდი", - განაცხადა ლეგენდარულმა გერმანელმა.

მომხდარს „ბაიერნის“ სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებმა დასვენების დღეებზე იბიცაზე წასვლა თავად მოითხოვეს და სურდათ, გუნდში არსებული გარემო და ურთიერთობები უფრო მაღალ დონეზე აეყვანათ. BILD-ის ინფორმაციით, იბიცაზე წასვლაზე უარი მხოლოდ ტომას მიულერმა, კინგსლი კომანტმა, დაიო უპემაკანომ და ბუნა სარმა თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 32 ტურის შემდეგ, „ბაიერნს“ 75 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის პირველ ადგილს იკავებს. „რეკორდმაისტერი“ უშუალო კონკურენტს, „დორტმუნდს“ 12 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრა 8 მაისს, „შტუტგარტის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როცა ვჩხუბობ დედაჩემი მუჰამედ ალის ხედავს
„როცა ვჩხუბობ დედაჩემი მუჰამედ ალის ხედავს" - ლეგენდარული მოკრივის შვილიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება