„როცა ვჩხუბობ დედაჩემი მუჰამედ ალის ხედავს" - ლეგენდარული მოკრივის შვილიშვილის ბრწყინვალე გამარჯვება
ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის შვილიშვილი, ნიკო ალი უოლში წარმატებით ასპარეზობას განაგრძობს. გასულ უქმეებზე, 21 წლის პერსპექტიული მოკრივე ალეხანდრო იბარას დაუპირისპირდა და ბრძოლა პირველივე რაუნდში მოიგო. ალი უოლშმა ბრწყინვალე ნოკაუტი მიითვალა და 5-დან 5 მოგება დაუგროვდა.
„ეს გამარჯვება ჩემ მიერ გაწეული სამუშაოს შედეგია და ასეთი რაღაცები მაშინ ხდება, როცა თავდაუზოგავად შრომობ. როცა რინგზე გავდივარ, ბაბუაჩემს ვაცოცხლებ და ჩემი ჩხუბებისას დედაჩემი მამამისს, მუჰამედ ალის ხედავს. მას ემოციების შეკავება სწორედ ამიტომ უჭირს.
ჩემს მეტოქეს რაც შეეხება, ის ნამდვილი მეომარია, მაგრამ მომენტი, რომელსაც ველოდებოდი, კარგად გამოვიყენე და უპირატესობა მოვიპოვე. მას და მის გუნდს ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ და იმედი მაქვს, მომავალში კიდევ ბევრ წარმატებას მივაღწევ.“
შეგახსენებთ, რომ ნიკო ალი უოლშს 5-დან 5 მოგება აქვს და 4-ჯერ ნოკაუტით იმარჯვა. ერთადერთი, ვისთანაც ბრძოლა ნაადრევად ვერ დაასრულა, რეიეს სანჩესი გახლავთ, რომელსაც 2021 წლის დეკემბერში მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.