იდეალურად ითამაშა - ჭანტურიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ჩეხეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ვახტანგ ჭანტურიშვილმა ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. ''ზლინმა'' შინ ''ტეპლიცე'' 3:0 დაამარცხა. ანგარიში ქართველმა შემტევმა მესამე წუთზე ლუკას ვრაშტილის შორეული გადაცემის შემდეგ გახსნა. 28 წლის ფეხბურთელმა მცველი და მეტოქე ჩამოიშორა, შემდეგ კი ცარიელ კარში შეაგდო.
მატჩის შემდეგ ჭანტურიშვილმა მედიასთან ისაუბრა.
''პირველ ტაიმში საუკეთესოდ ვითამაშეთ. ეს იყო სრულყოფილი შესრულება.
გოლის გატანას გარკვეული პერიოდი ვერ ვახერხებდი, ცუდი პერიოდი მქონდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, სწორ გზაზე ვარ''.
ჭანტურიშვილი 2019 წლიდან ''ზლინის'' ფეხბურთელია. ჩეხეთის ჩემპიონატში გოლი გატანილი არ ჰქონდა, თუმცა ბოლო ორ ტურში ორჯერ შეაგდო.
ჩეხეთის ჩემპიონატში სადებიუტო გოლი, რომელიც ფანტასტიკური სილამაზის იყო, 23 აპრილს დავით კობოურის ''კარვინას'' შეუგდო.
მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 24 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი შეაგდო, 5 საგოლე პასი შეასრულა.
16-გუნდიან ჩემპიონატში ''ზლინი'' 34 ქულით მე-11 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 6 ქულით უსწრებს.