მემფის გრიზლისი, გოლდენ სტეიტი
Aa
Aa

გოლდენ სტეიტის 1-ქულიანი გამარჯვება - ბრწყინვალე პირველი მატჩი დრამატული ფინიშით

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალური სერია დაიწყო და „მემფის გრიზლისმა“ პირველი შეხვედრა საშინაო კედლებში, „გოლდენ სტეიტ უორიორსის“ წინააღმდეგ გამართა. მატჩი უაღრესად საინტერესო გამოვიდა, გამარჯვების შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და საბოლოოდ, მიზანს სტუმრებმა მიაღწიეს - 117:116.

„გოლდენ სტეიტი“ მეორე მეოთხედის შემდეგ, ერთ-ერთი ლიდერის, დრეიმონდ გრინის გარეშე თამაშობდა. ამ უკანასკნელს პარკეტის ნაადრევად დატოვება მას შემდეგ მოუწია, რაც მეტოქეზე იუხეშა. გრინის გარეშე „უორიორსს“ დაცვაში ძალიან გაუჭირდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მოწინააღმდეგეს აჯობა და საკუთარი კედლების უპირატესობა მოიპოვა. საფინალო სირენამდე 36 წამით ადრე, კლეი ტომპსონმა სამქულიანი ჩააგდო და საკუთარი გუნდი 1 ქულით დააწინაურა, რასაც 2 გაფუჭებული ჯარიმა მიაყოლა, რის შემდეგაც „მემფისს“ მოგების კარგი შანსი მიეცა, მაგრამ ჯა მორენტის ტყორცნამ მიზანს არ უწია.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში საუკეთესო ჯორდან პული იყო - 31 ქულა, 8 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 2 დაფარება. პულისთვის 31 ქულა პლეიოფში სარეკორდო შედეგია და მას 24 ქულით სტეფ კარი დაეხმარა. კლეი ტომპსონსა და ენდრიუ უიგინსს 15 და 17 ქულა ჰქონდათ. „მემფისს“ ჯა მორენტმა ულიდერა - 34 ქულა, 9 მოხსნა, 10 ასისტი. ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა 33 ქულა და 10 მოხსნა მიითვალა, ხოლო მელტონმა და კლარკმა 14 და 12 ქულა დააგროვეს.


ამრიგად „გოლდენ სტეიტი“ სერიაში დაწინაურდა და პროგრამა მინიმუმი შეასრულა. „უორიორსისა“ და „მემფისის“ მომდევნო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება და მატჩი თბილისის დროით, 05:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,,მამარდაშვილი ბულისკერიასა და მეგრელიშვილს ვერ ჯობდა, თუმცა იშრომა და მიაღწია
,,მამარდაშვილი ბულისკერიასა და მეგრელიშვილს ვერ ჯობდა, თუმცა იშრომა და მიაღწია"