ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

,,მამარდაშვილი ბულისკერიასა და მეგრელიშვილს ვერ ჯობდა, თუმცა იშრომა და მიაღწია"

საქართველოს ნაკრების ყოფილმა მეკარემ და ამჟამად დინამო თბილისის აკადემიის მწვრთნელმა, აკაკი დევაძემ, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ ახალი თაობის მეკარეებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვალენსიას ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი ასაკობრივ ნაკრებებში მესამე მეკარედ მოიაზრებოდა, თუმცა ბევრი იშრომა, განვითარდა და დასახულ მიზანს მიაღწია:

,,ამჟამად დინამო თბილისის აკადემიაში 19-წლამდელთა გუნდს მეკარეების მწვრთნელად ვალერი გაგუას ვეხმარები. სერიოზული მუშაობა მიდის მეკარეებთან და მგონი შედეგს ხედავთ, თითქმის არ დარჩა გუნდი, სადაც ჩვენი აღზრდილი მეკარე არ არის. ბავშვები მოდიან და უკვე ჰყავთ მაგალითები. ახლა მამარდაშვილია ასეთი და უნდათ, რომ მისი დონის მეკარე გახდნენ. მაგრამ ვუყურებთ და ვამჩნევთ, ვის რისი ნიჭი გააჩნია. ზოგს წინ თამაშის ნიჭი აქვს და პოზიციას ვუცვლით.

მე ვმუშაობდი 2000 წელს დაბადებულების ნაკრებში, მამარდაშვილი სიაში მესამე იყო. მაგრამ პირველ ორს ვერ სჯობდა – ბულისკერიას (დილა) და მეგრელიშვილს (საბურთალო). ისინი იმ ეტაპზე სჯობდნენ. სუსტ ფეხებზე იდგა, მაგრამ იმდენი იშრომა, ვალენსიას კარში დადგა. ყველას გვიხარია, რომ ასე თუ ისე დინამოს აკადემიაში გაიზარდა.

საქართველოს ნაკრებში ერთი მეკარის პოზიციააა, სადაც არ გვიჭირს და კიდევ ბევრი კარგი მეკარე მოდის. ვუყურებ და პერსპექტიული ბავშვები არიან".

გიორგი მამარდაშვილმა ვალენსიას ყურადღება ჯერ კიდევ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ლოკომოტივის მაისურით, გრანადას წინააღმდეგ გამართულ მატჩში მიიპყრო. მიუხედავად იმის, რომ ამ მატჩში ლოკომოტივი დამარცხდა (2-0), გიორგი მაინც გამორჩეული იყო. მოგვიანებით, კონტრაქტი გაფორმდა და გიორგი მამარდაშვილის დებიუტი, ვალენსიას მაისურით, 2021/22 წლების სეზონის ლა ლიგაში, ხეტაფეს წინააღმდეგ შედგა. აღნიშნულ შეხვედრაში, 20 წლის შემდეგ, 20 წლის მამარდაშვილი გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ესპანეთის ლა ლიგის მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მამარდაშვილი პირველი ქართველი მეკარეა, რომელიც ესპანეთის ლა ლიგაში გამოჩნდა და ასევე, პირველი მეკარე, რომელმაც ევროპის TOP 5 ჩემპიონატში ითამაშა. 1982 წლის შემდეგ, გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას ყველაზე ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც ლა ლიგაში შანსი მიეცა.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა
მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა"