დი მარციო: პსჟ-ს კონტე, ლიოვი ან მოტა ჩაიბარებს
მომავალი სეზონიდან პსჟ-ს დიდი ალბათობით ახალი მწვრთნელი ეყოლება. მაურისიო პოჩეტინოს დათხოვნა ამ მომენტისთვის მხოლოდ დროის საკითხია.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო წერს, რომ პარიზული კლუბის ჩაბარების ყველაზე დიდი შანსი 3 სპეციალისტს აქვს - იოახიმ ლიოვს, ანტონიო კონტეს და ტიაგო მოტას.
- მაურისიო პოჩეტინო პსჟ-დან წასვლასთან ახლოსაა. სად შეიძლება ის წავიდეს? ტოტენჰემში დაბრუნდება და ანტონიო კონტე პსჟ-ში გადავა - როგორ ფიქრობთ, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება?
„ამ დროისთვის დანამდვილებით ცნობილია, რომ პოჩეტინო წავა. არ ვიცი სად იქნება ის. მე მეგონა, რომ ის წავიდოდა მანჩესტერ იუნაიტედში, რადგან სერ ალექს ფერგიუსონს მასზე კარგი შეხედულება ჰქონდა.
კონტეზე ბევრი საუბრობს პსჟ-ში, მაგრამ არ მგონია, რომ მათ რაიმე სერიოზული გეგმები აქვთ. რა თქმა უნდა, თუ კონტე წავა, მაშინ პოჩეტინოს შეუძლია დაბრუნდეს ტოტენჰემში, რადგან მას და დანიელ ლევის კარგი ურთიერთობა აქვთ. გასულ წელს მას დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდა. ეს ყველაფერი კონტეზეა დამოკიდებული. თუ პსჟ კონტეს მოწვევაზე სერიოზულ მუშაობას დაიწყებს, მაშინ ეს შეიძლება მოხდეს. მაგრამ ახლა არანაირი მოძრაობა არ შეინიშნება.
პსჟ-ს სურდა ერიკ ტენ ჰაგის დანიშვნა, სანამ ის მანჩესტერ იუნაიტედში წავიდოდა. ახლა გუნდს კონტე, იოაჰიმ ლიოვი ან ტიაგო მოტა უხელმძღვანელებენ. ისინი ყოველთვის ინახავენ მოტას მხედველობაში, როდესაც ახალ მწვრთნელს ეძებენ“.
- განაცხადა დი მარციომ.
საინტერესოა, რომ დი მარციომ პარიზელთა დიდი ხნის სამიზნეზე და საოცნებო მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე საერთოდ არაფერი თქვა.