უიმბლდონი, რაფაელ ნადალი
Aa
Aa

„რაც უკრაინაში ხდება, ჩოგბურთელების ბრალი არ არის“ - ნადალი უიმბლოდნის გადაწყვეტილებაზე

ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა უიმბლდონზე რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელების დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ტურნირის ორგანიზატორები ჩოგბურთელებს უსამართლოდ მოექცნენ.

რა თქვა ნადალმა:

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ჩემი კოლეგების მისამართით ძალიან უსამართლოა. ისინი არ არიან დამნაშავეები იმაში, რაც უკრაინაში ხდება. ძალიან ვწუხვარ ჩემი კოლეგების გამო. ვისურვებდი, რომ სიტუაცია სხვაგვარად შეიცვალოს. ვნახოთ, რა იქნება მომავალში და როგორ მოიქცევიან თავად მოთამაშეები.

როდესაც ხელისუფლება კონკრეტული ქვეყნების მისამართით რაღაც შეზღუდვას აწესებს ყველაფერი გასაგებია, ამ შეზღუდვას უნდა დაემორჩილო. მაგრამ, ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ უიმბლდონს მხოლოდ რეკომენდაცია მისცა, ორგანიზატორები კი უკიდურეს ნაბიჯზე წავიდნენ, იმის მიუხედავად, რომ მთავრობა მათ ამის გაკეთებას არ აიძულებდა“.

შეგახსენებთ, რომ „უიმბლდონი“ პირველი საჩოგბურთო ტურნირია, სადაც რუს და ბელარუს სპორტსმენებს მონაწილეობა აეკრძალათ, გადაწყვეტილება კი უკრაინაში მიმდინარე სამხედრო აგრესიას უკავშირდება.

ცნობისთვის, კაცების მსოფლიო რეიტინგის 30 საუკეთესო ჩოგბურთელს შორის ოთხი რუსი სპორტსმენია, მათ შორის ალექსანდრ მედვედევი და ანდრეი რუბლიოვი. რაც შეეხება ქალ ჩოგბურთელებს, Top 40 ჩოგბურთელს შორის 5 რუსეთის წარმომადგენელია. ამასთან WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ოცეულში ორი ბელარუსი ჩოგბურთელი შედის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორიგი შეზღუდვა - რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უიმბლდონზე არ დაუშვებენ
მორიგი შეზღუდვა - რუს და ბელარუს ჩოგბურთელებს უიმბლდონზე არ დაუშვებენ