მარკოს ალონსო
Aa
Aa

მარკოს ალონსო ბარსაში? - კატალონიური კლუბი ტრანსფერზე მუშაობს

კატალონიის ბარსელონა ჩელსის მარცხენა მცველს, მარკოს ალონსოს უმიზნებს, რომელსაც არისტოკრატებთან მოქმედი კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. ფაბრიციო რომანოს ცნობით, კატალონიური კლუბი 31 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობს.

საინტერესოა, რომ ალონსო მადრიდის რეალის აღზრდილია, თუმცა სამეფო კლუბში თავის დამკვიდრების შანსი არ მისცემია. რეალის მაისური ოფიციალურ შეხვედრაში მხოლოდ ერთხელ მოირგო, 2010 წელს მანუელ პელეგრინიმ მატჩის მიწურულს ჩართო თამაშში.

ალონსოს ბოლტონში, ფიორენტინასა და სანდერლენდში უთამაშია. 2016 წლიდან ჩელსის ფეხბურთელია. მან ჩელსისთან ერთად პრემიერ ლიგა (2016-17), ჩემპიონთა ლიგა (2020-21), ევროპა ლიგა (2018-19), ინგლისის ასოციაციის თასი (2017-18, 2019-20, 2020-21) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი (2021) მოიგო.

მიმდინარე სეზონში ალონსომ ჩელსის მაისურით 41 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 4 გოლი და 5 საგოლე პასია.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში
მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში