გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მატჩის მეფე ! - მამარდას ბრწყინვალე თამაში ლა ლიგაში

ლა ლიგის 34-ე ტურში ვალენსიასა და ლევანტეს შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, გაიას პასით უგო დურომ გაიტანა. 31-ე წუთზე არბიტრმა გაია მოედნიდან გააძევა, სტუმრებმა მატჩის დარჩენილი დრო რიცხვობრივ უპირატესობაში გაატარეს, 81-ე წუთზე ოსკარ დუარტემ გაუტანა მამარდაშვილს.

ღამურების სასტარტოში გიორგი მამარდაშვილმა ითამაშა. მის აქტივში 5 "სეივია". ქართველი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ, "მატჩის მეფედ" დასახელდა.

Sofascore-მა მამარდაშვილს 7,3 დაუწერა, ბორდალასის გუნდში მასზე მაღალი შეფასება მხოლოდ ტიერი კორეიამ მიიღო (7,5).

ამ სეზონში ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით მამარდაშვილმა 19 მატჩი ჩაატარა, მათგან 8 მატჩში გოლი არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 15 შეხვედრაში დააყენა, 7 შეხვედრაში კარი მშრალად შეინახა. მოგეხსენებათ, 21 წლის მეკარემ ესპანეთის თასის ფინალში ითამაშა, სადაც მისი გუნდი ბეტისთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

34 ტურში ვალენსიას ანგარიშზე 43 ქულაა, მე-10 ადგილზეა. 7 მაისს, ბორდალასის გუნდი ბილბაოს ატლეტიკს სტუმრად დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები