დინამო თბილისი, მურთაზ ხურცილავა
Aa
Aa

მურთაზ ხურცილავა: ,,კონტრაქტს რეალი, ბარსელონა და ატლეტიკო მთავაზობდა"

ვეტერანმა ფეხბურთელემა, მურთაზ ხურცილავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საბჭოთა პერიოდში არსებული ფინანსური პირობები და უცხოეთიდან დაინტერესებები გაიხსენა. გადაცემის მსვლელობისას ხურცილავამ დააკონკრეტა, რომ საუბარი 3 ესპანურ გრანდზე იყო: რეალზე, ბარსელონასა და ატლეტიკოზე:

წინადადებები? ესპანეთიდან იყო, მათ ნაკრებთან 0:0 რომ ვითამაშეთ. სამი ხელშეკრულება მომიტანეს –  მსოფლიოში ამხელა თანხა ჯერ არც ერთ ფეხბურთელში არ გადაუხდიათო. რომელი კლუბიდან იყო მიწვევები? რეალიდან, ბარსელონადან და მადრიდის ატლეტიკოდან.

ყოფილმა მცველმა, რომელიც დინამო თბილისში თამაშობდა და ასევე, მოგვიანებით ამავე გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, თბილისური გუნდის მიმართ არსებულ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა:

მე ისეთი დამოკიდებულება, როგორც დინამოს მიმართ იყო, არც ერთი საბჭოთა გუნდის მიმართ არ მახსენდება. ჩვენ თამაშებზე ერთი პრობლემა იყო, სტადიონზე როგორ მოხვედრილიყვნენ. მაშინ გულშემატკივრები 24 საათი მოსვენებას არ გვაძლევდნენ, მაგრამ კაპიკებზე ვთამაშობდით.

მომზადებულია საქართველოს პირველი არხის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ტორპედო - დინამო თბილისის ჩაშლილი მატჩის შესახებ სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს
ტორპედო - დინამო თბილისის ჩაშლილი მატჩის შესახებ სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს