რეალი, ესპანიოლი, ერლინგ ჰოლანდი, რაულ დე ტომასი
Aa
Aa

თუ ჰოლანდს ვერ შეიძენენ - რეალმა სათადარიგო ვარიანტი შეარჩია

მადრიდის „რეალი" თავდამსხმელის პოზიციაზე რამდენიმე ვარიანტს განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერლინგ ჰოლანდის შეძენას ვერ მოახერხებენ.

თუ ნორვეგიელი „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლას გადაწყვეტს, „რეალს" შეუძლია რაულ დე ტომასი გაიფორმოს, რომელიც ამჟამად „ესპანიოლში" თამაშობს.

27 წლის ფეხბურთელი მადრიდელთა სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ვერმოხვედრის შემდეგ, 2019/20 წლების სეზონამდე „ბენფიკაში“ თამაშობდა, 2020 წლის დასაწყისში კი „ესპანიოლში“ გადავიდა.

„რეალის" შეტევის გაძლიერების კიდევ ერთი შესაძლო ვარიანტი ბორხა მაიორალის დაბრუნებაა, რომელიც „ხეტაფეში“ იჯარის წესით იმყოფება.

As-ს ცნობით, „რეალი" ნებისმიერ შემთხვევაში სხვა თავდამსხმელის შეძენას გეგმავს, თუნდაც გუნდს კილიან მბაპე შეუერთდეს. კარლო ანჩელოტის გეგმებში არ შედიან ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი, ამიტომ კლუბი ეძებს სხვა შემტევ მოთამაშეს, რომელიც მბაპე-ვინისიუს-ბენზემას ტრიოდან ერთ-ერთს ეტაპობრივად დაასვენებს.

დე ტომასმა ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 30 მატჩში 15 გოლი გაიტანა და „ესპანიოლის“ საუკეთესო ბომბარდირია. ტრანსფერმარკტი მას 20 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ანჩელოტის სიტისთან გაუმართლა, ფეხებზე მკიდია თუ მას ეწყინა
კასანო: ანჩელოტის სიტისთან გაუმართლა, ფეხებზე მკიდია თუ მას ეწყინა