პსჟ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ედინსონ კავანი
Aa
Aa

„იბრამ მითხრა, რომ მას სულ 3-4 ფეხბურთელი სძულდა და ერთ-ერთი კავანი იყო"

2013 წელს, კავანი „ნაპოლიდან“ პსჟ-ში გადავიდა. ერთი სეზონით ადრე კი იბრაჰიმოვიჩი „მილანიდან“ პარიზში გადაბარგდა. ორივე მათგანი ამპლუით ცენტრფორვარდია და ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. ზომიერი ეგოიზმით.

ორი შესანიშნავი ფორვარდი, ძლიერი ხასიათით. მათი პარიზული ურთიერთობა ასე ხასიათდება - სიყვარული-სიძულვილი.

„ბორდოსა“ და „ლაციოს“ ყოფილი მოთამაშე, მიშელ სიანი იხსენებს, რომ ზლატანს და ედინსონს მეგობრული ურთიერთობა არ ჰქონიათ.

„მათ არ ესმოდათ ერთმანეთის. თუ კავანისთან ახლოს იყავი, იბრას ეს არ მოსწონდა. ან იბრასთან იყავი ან მის წინააღმდეგ. იბრამ მითხრა, რომ ლორან ბლანთან პსჟ-ში მუშაობისას ყველაფერი კარგად იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ის არ ეთანხმებოდა კავანი იყო.

მან მითხრა, რომ კარიერის მანძილზე სულ 3-4 ფეხბურთელი სძულდა და ერთ-ერთი მათგანი კავანი იყო“.

- განაცხადა სიანიმ RCM Sport-ს ინტერვიუში.

ზლატანის მძიმე ხასიათის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება. რბილი არ კავანი იყო. შემდგომში „ელ მატადორისა“ და ნეიმარის კონფლიქტის შესახებ ყველას კარგად მოეხსენება, როცა ყველაფერი გუნდში პენალტის ნომერ პირველი შემსრულებლის სტატუსზე დაპირისპირებით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: ანჩელოტის სიტისთან გაუმართლა, ფეხებზე მკიდია თუ მას ეწყინა
კასანო: ანჩელოტის სიტისთან გაუმართლა, ფეხებზე მკიდია თუ მას ეწყინა