ეროვნული ლიგა, კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი, ტორპედო
Aa
Aa

ტორპედო - დინამო თბილისის ჩაშლილი მატჩის შესახებ სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს

ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის დაპირისპირება მატჩის მიწურულს სტადიონზე მომხდარი არეულობის გამო შეწყდა. ადგილზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მატჩის გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

შედეგად, მატჩის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ქუთაისის ტორპედოსა და დინამო თბილისის შეხვედრა არ გაგრძელებულიყო. აღნიშნული ინციდენტი, სფფ-ის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტს გადაეცემა, - ნათქვამია საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ოფიციალურ განცხადებაში.

მოცემულ მომენტში დინამო თბილისს გამარჯვება ჩათვლილი არ აქვს, ყველაფერი ცნობილი სწორედ სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველ კომიტეტის გადაწყვეტილების შემდეგ გახდება.

აღსანიშნავია, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ქუთაისის ფან-დაჯგუფება - ,,ჯუნგლები" საერთოდ არ იმყოფებოდნენ. გულშემატკივრმა პროტესტი არჩია და სტადიონზე არ მისულა. მათი გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს უკავშირდება -  გულშემატკივრები ტორპედოში მთავარი მწვრთნელის შეცვლას დაუყოვნებლივ ითხოვენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია"