ზლატანი: საუკეთესო ვარ ვისაც ოდესმე MLS-ში უთამაშია
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საკუთარ თავს MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი უწოდა.
შვედი ლოს ანჯელეს „გალაქსიში“ 2018 წლიდან 2019 წლამდე თამაშობდა. შეერთებულ შტატებში წელიწადნახევრის განმავლობაში მან 58 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 53 გოლი გაიტანა და 15 საგოლე გადაცემა გააკეთა.
„მე ძალიან მადლობელი ვარ MLS-ის, რადგან მათ მომცეს საშუალება მეგრძნო თავი ცოცხლად.
ზედმეტად კარგი ვიყავი ამ ტურნირისთვის. ეს არის ის, რაც მე ვაჩვენე. და მე ვარ საუკეთესო, ვისაც ოდესმე MLS-ში უთამაშია. და ეს არ არის ჩემი ეგო ან საკუთარი თავის გამოვლენის მცდელობა. ეს სიმართლეა.
ლიგაში კარგი დრო გავატარე. მომეწონა მათი მუშაობა, მარკეტინგი.
ვფიქრობ, რომ MLS-ში თამაში საუკეთესო გზა იყო ტრავმის შემდეგ დასაბრუნებლად. საუკეთესო ფორმაში ვიყავი.
და მე ძალიან ვამაყობ, რომ ვითამაშე MLS-ში, რადგან მითხრეს, რომ იქ ცარიელი სტადიონები იყო.
მაგრამ ცარიელი სტადიონები არ იყო. ხალხმრავლობაც კი იყო, ამიტომ ვერ ვიწუწუნებ. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იქ ვითამაშე“,
- განაცხადა იბრამ ESPN-თან საუბრისას.