გუარდიოლა: კლოპმა მითხრა, რომ გუნდში საუკეთესო, მეკარე, მცველი, ნახევარმცველი და ფორვარდი ჰყავს
პეპ გუარდიოლამ მოჰამედ სალაჰს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოპოვება მიულოცა.
„ლივერპულის“ შემტევი ჟურნალისტების მიხედვით ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. მან ხმების 48% მოიპოვა, კევინ დე ბრუინსა და დეკლან რაისს გაუსწრო.
ამის შესახებ გუარდიოლას ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს. პეპმა კი ასე უპასუხა:
„სალაჰს ვულოცავ. იურგენ კლოპმა თქვა, რომ ლივერპულს ჰყავს საუკეთესო მეკარე, საუკეთესო სათადარიგო მეკარე, საუკეთესო ცენტრალური მცველი, საუკეთესო ჩამშლელი, საუკეთესო თავდამსხმელი. ამიტომ, ნორმალურია, რომ ყველა ჯილდოს ისინი იღებენ“.
- კევინ დე ბრუინი იმედგაცრუებულია, რომ პრიზი ვერ მოიგო?
"მან ეს ჯილდო უკვე მოიგო",
- უპასუხა გუარდიოლამ მხრების აჩეჩვით.
პეპი არ თვლის, რომ საუკეთესოა
„კლოპმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი მიწოდა? მე არ ვარ საუკეთესო. მინდა გითხრათ, რომ ასეა, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ საუკეთესო. წარმატებას მივაღწიე, რადგან ვმუშაობ ჩემს პერსონალთან, ჩემს გუნდებთან, მქონდა ფული და მყავდა წარმოუდგენლად ნიჭიერი მოთამაშეები.
იურგენი, როგორც მწვრთნელი, ყველაზე დიდი მეტოქეა ჩემს კარიერაში. და ვფიქრობ, რასაც ორივე გუნდი გვთავაზობს, ჩვენი თამაშის სტილი, კარგია ფეხბურთისთვის. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის“.
- ამბობს გუარდიოლა.