NBA: ნახევარფინალური წყვილები ცნობილია
გამთენიისას NBA-ს ნახევარფინალური წყვილები საბოლოოდ დაზუსტდა. ბოლო გუნდის ვინაობა რჩებოდა, რომელიც „მინესოტასა“ და „მემფისს“ შორის გამარჯვებული უნდა ყოფილიყო. მე-7 მატჩი არ შედგება, რადგან „მემფისმა“ სტუმრად მოგება შეძლო.
„მემფისმა“ „მინესოტას“ დაძაბულ ბრძოლაში 114:106 აჯობა და სერია 4:2 მოიგო.
მთელი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც „მემფისმა“ 40:22 მოიგო.
სტუმრებმა გუნდური კალათბურთი ითამაშეს. „მემფისელთა“ 6 მოთამაშეს 10 და მეტი ქულა ჰქონდა. ბრუკსმა და ბეინმა ყველაზე მეტი 23-23 ქულა ჩააგდეს. ორმაგი დუბლი გაიფორმეს ჯარენ ჯექსონმა (18 ქულა, 14 მოხსნა), ჯა მორანტმა (17 ქულა, 11 პასი, 8 მოხსნა) და ბრენდონ კლარკმა (17 ქულა, 11 მოხსნა).
მასპინძელთა შორის საუკეთესო 30 ქულით ენტონი ედვარდსი იყო.
პლეი ოფების ყველა წყვილი ცნობილია:
ბოსტონი VS მილუოკი
მაიამი VS ფილადელფია
მემფისი VS გოლდენ სტეიტი
ფინიქსი VS დალასი
პლეი ოფები სტარტს 1-2 მაისიდან აიღებს.