გლადბახი
Aa
Aa

საქველმოქმედო მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ - გლადბახის ინიციატივა

11 მაისს, „გლადბახი“ უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ საქველმოქმედო მატჩს გამართავს. გერმანულმა კლუბმა სოციალურ ქსელებში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აუწყა.

„11 მაისს, გლადბახი უკრაინის ეროვნულ გუნდს ბორუსია პარკზე უმასპინძლებს. ომის დაწყების შემდეგ, ეს უკრაინის ნაკრების პირველი მატჩი იქნება და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფისთვის მოსამზადებლად დაეხმარება. უკრაინის საფეხბურთო კავშირთან მოლაპარაკებების შემდეგ, გადაწყდა, რომ შეხვედრიდან შემოსული თანხა უკრაინელ და უკრაინაში მყოფი ხალხის დასახმარებლად გადაირიცხება“, - ნათქვამია „გლადბახის“ განცხადებაში.

„ძალიან მოხარულნი ვართ, რომ ამ მატჩით უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის დახმარებას შევძლებთ და იმედი გვაქვს, სტადიონზე ამ რეგიონში მცხოვრები რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოვა, მატჩს დაესწრება და თანხას კეთილი მიზნებისთვის გაიღებს. უკრაინის მოქალაქეებს რაც შეეხებათ, მათთვის დასწრება უფასო იქნება“, - განაცხადა „გლადბახის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სტეფან შიპერსმა.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატი - ლიპარტელიანმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა
ევროპის ჩემპიონატი - ლიპარტელიანმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა