ევროპის ჩემპიონატი, ეთერ ლიპარტელიანი, იპონი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი - ლიპარტელიანმა საქართველოს პირველი მედალი მოუტანა

ბულგარეთში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ეთერ ლიპარტელიანმა ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა.

57 კილოგრამი წონითი კატეგორიის მედლისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ჩეხი ვერა ჟემანოვა იპონით დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა.

ლიპარტელიანმა ჩეხ ძიუდოისტამდე პოლონელ არლეტა პოდოლაკსა და პატრისია გნეტოს მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ფრანგ სარა ლეონი სისიკვესთან დამარცხდა.

დღესვე ბრინჯაოს მედლის შანსი ლუხუმ ჩხვიმიანს ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ მან მედლისთვის ბრძოლა ფრანგ სედრიკ რევოლთან წააგო. 

ქართველმა ძიუდოისტმა ფრანგ სპორტსმენამდე უკრაინელ დილშოტ ხალმატოვსა და თორნიკე ცაკადოას მოუგო, ხოლო ნახევარფინალში ესპანელ ფრანჩისკო გარიგოსთან დამარცხდა.

ხვალ საქართველოს სახელით ლაშა შავდათუაშვილი და ტატო გრიგალაშვილი იასპარეზებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი