იბერია 1999, დემურ ჩიხლაძე, გრიგოლ დოლიძე, ლევან ქურდაძე
Aa
Aa

საბურთალოს მძიმე მარცხი - სამგურალმა 3 გოლი გაუტანა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურში გიორგი მიქაძის გაწვრთნილმა წყალტუბოს ''სამგურალმა'' შინ ლევან კორღალიძის ''საბურთალო'' 3:0 დაამარცხა.

ანგარიში 75-ე წუთზე გრიგოლ დოლიძემ გახსნა. 86-ე წუთზე დემურ ჩიხლაძემ ანგარიში ორამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში ლევან ქურდაძემ 90-ე წუთზე დააფიქსირა.

ამ გამარჯვების შემდეგ ''სამგურალმა'' 14 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზეა, მესამე საფეხურზე მყოფ ''საბურთალოს'' მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. ასევე 14 ქულაა თბილისის ''დინამოს'' აქტივში, რომელიც დღეს ქუთაისის ''ტორპედოს'' დაუპირისპირდება.

მომდევნო ტურში ''საბურთალო'' ''გაგრას'' უმასპინძლებს (3 მაისი), ''სამგურალი'' კი აუტსაიდერ ''ლოკომოტივს'' ესტუმრება ( 4 მაისი).

ფოტო: ''სამგურალის'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის ტალანტს ყველა მწვრთნელი ხაზს უსვამდა
„მის ტალანტს ყველა მწვრთნელი ხაზს უსვამდა" - შიროკოვი ჯანოზე