ჯანო ანანიძე
Aa
Aa

„მის ტალანტს ყველა მწვრთნელი ხაზს უსვამდა" - შიროკოვი ჯანოზე

რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, რომან შიროკოვი ჯანო ანანიძის მიერ კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. შიროკოვის თქმით, ანანიძის ნიჭს ყველა მწვრთნელი ხაზს უსვამდა, მაგრამ ტრავმების გამო, მან თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

„ჯანო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი რომ არ ყოფილიყო, ასეთ ადრეულ ასაკში არ გამოჩნდებოდა და სპარტაკის რიგებში ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ითამაშებდა. მის ტალანტს ყველა მწვრთნელი ხაზს უსვამდა, რომელთანაც ჯანოს უმუშავია. ანანიძემ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი ტრავმების გამო ვერ გამოიყენა, რომლებიც მთელი კარიერის განმავლობაში თან სდევდა.“

შეგახსენებთ, რომ ქართველმა ფეხბურთელმა კარიერა „სპარტაკში“ დაიწყო, სადაც 2007 წელს მოხვდა. 2009 წელს, მან „თეთრ-წითლების“ მთავარ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და მოსკოვურ კლუბში 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. „სპარტაკთან“ ერთად, ჯანო რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის გამარჯვებული გახდა.

ჯანომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო. ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი