ჯანო ანანიძე
Aa
Aa

ჯანოს ექს-თანაგუნდელი: „საოცრად ნიჭიერი ბიჭია, ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო"

მოსკოვის „სპარტაკის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ალექსანდრ სამედოვმა ჯანო ანანიძის მიერ კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა. სამედოვმა ქართველი ფეხბურთელი შეაქო და მის შესახებ დადებითად ილაპარაკა.

„ძალიან სამწუხაროა, რომ ჯანომ კარიერა დაასრულა და ამ გადაწყვეტილების მიღება მას ტრავმებმა აიძულეს. ჯანო შესანიშნავი ფეხბურთელია და კარგი კარიერა ჰქონდა, რომელიც შეიძლებოდა, უკეთესი ყოფილიყო. ანანიძე საოცრად ნიჭიერი ბიჭია, რომელსაც ბევრად მეტის მიღწევა შეეძლო.

ჯანოს ბევრი ლამაზი გოლი გაუტანია, რომელთა შორის შორეული დარტყმებიცაა. ერთ-ერთის გამოყოფა ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ორენბურგის წინააღმდეგ გატანილი გოლი ნამდვილად გამორჩეული იყო.“

ჯანოს კარიერის დასრულების მიზეზი გამუდმებული ტრავმები გახდა. მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.

შეგახსენებთ, რომ ჯანომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო. ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი