რანგნიკი ავსტრიის ნაკრებს გაწვრთნის - გერმანელი ოლდ ტრაფორდს არ დატოვებს
''მან. იუნაიტედის'' მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რალფ რანგნიკი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ავსტრიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკავებს. პარალელურად, 63 წლის სპეციალისტი ''წითელი ეშმაკების'' სპორტული დირექტორი იქნება.
Serwas Ralf #Rangnick! ????????????
— ÖFB - oefb.at (@oefb1904) April 29, 2022
Serwas beim ÖFB! ????????????#GemeinsamÖsterreich #NewBoss #DasNationalteam
__________
ℹ️ Alle Infos: https://t.co/rBvZhoD9a1 pic.twitter.com/RP5B2QP7Og
ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ფრანკო ფოდამ დატოვა, რომელიც ეროვნულ გუნდს 2018 წლიდან წვრთნიდა, მიმდინარე წლის მარტში თანამდებობა დატოვა.
რაც შეეხება რანგნიკს, მას ეროვნულ ნაკრებში არასდროს უმუშავია. საკლუბო დონეზე ''შტუტგარტს'' (1990-94, 1999-2001), ''შალკესა'' (2004-05, 2011) და ''ლაიფციგს'' (2015-16, 2018-19) წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონი ''მან. იუნაიტედისთვს'' წარუმატებელია, ოლე გუნარ სულშერის კლუბიდან წასვლის შემდეგ მთავარი მწვრთნელის მოვალეობას რანგნიკი ასრულებს,რომელიც მხარეებს შორის არსებული შეთანხმებით შემდეგ სეზონში სპორტული დირექტორი იქნება, პარალელურად კი ავსტრიის ეროვნულ გუნდს გაწვრთნის.