"ვთვლი, რომ უკვე დროა.." - ჯანო ანანიძე კარიერის დასრულებაზე
27 აპრილს, ჯანო ანანიძემ 29 წლის ასაკში კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.
ამის შემდეგ, ანანიძემ ქომაგებისთვის კომენტარი პირველად დღეს გააკეთა და სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
„მე გავაკეთე ჩემი არჩევანი მე ქართველი ვარ და ვითამაშებ ჩემი ქვეყნის ნაკრებში“. - ეს სიტყვები მაშინ ვთქვი, როცა 16 წლის ვიყავი და სხვა არჩევანი ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არც განიხილებოდა“.
- წერს ჯანო ანანიძე სოციალურ ქსელში.
ჯანოს კარიერის დასრულების მიზეზი გამუდმებული ტრავმები გახდა. მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო.
ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.