ვაჟა მარგველაშვილი, ჯაბა ლიპარტელიანი, ლუხუმ ჩხვიმიანი, ეთერ ლიპარტელიანი
Aa
Aa

ევროპის ჩემპიონატი: ჩხვიმიანი და ლიპარტელიანი ბრინაჯოსთვის იბრძოლებენ

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში ევროპის ჩემპიონატი დაიწყო.

66 კგ. წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილმა რუმინელი ლუსიან ბორს დიმიტრესკუ შიდოებით დაამარცხა, თუმცა ბულგარელი დანისლავ ივანოვის ბარიერი ვერ დაძლია, ასპარეზობას გამოეთიშა

ეთერ ლიპარტელიანმა პოლონელ არიეტა პოდოლაკს ვაზარით სძლია და 1/4-ფინალში გავიდა, სადაც პრისცილა გენოტოს შეხვდა. ქართველმა ფრანგს ვაზარით სძლია და 1/2-ფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ასევე ფრანგი სარა ლეონი სისიქუ იყო. ლეონმა ლიპარტელიანს იპონით სძლია, ქართველი ძიუდოისტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ლიპარტელიანის მსგავსად ლუხუმ ჩხვიმიანმაც ვაზარით მოიგო, მან დაძაბულ ბრძოლაში დილშოტ ხალმატოვის ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში გავიდა, სადაც თორნიკე ჭკადუა ვაზარით დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში ფრანცისკო გარიგოსმა იპონით სძლია. ჩხვიმიანი და ლიპარტელიანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებენ.

სამწუხაროდ, ჯაბა პაპინაშვილი ფრანდ სედრიც რევოლთან შიდოებით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

ტურნირის პირველი დღის ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები