პოლის რეკორდი NBA-ში - ფილადელფია, ფენიქსი და დალასი შემდეგ ეტაპზეა
NBA-ში ''ტორონტო'' ''ფილადელფია სევენთი სიქსერსთან“ 97:132 დამარცხდა. ამ შეხვედრაში გამორჩეული სტუმართა კამერუნელი მძიმე ფორვარდი ჯოელ ემბიდი იყო, რომელმაც პარკეტზე 35 წუთი და 53 წამი გაატარა, 33 ქულა ჩააგდო, 10 მოხსნა და 1 პასი შეასრულა.
სერია ''ფილადელფია სევენთი სიქსერსმა'' 4:2 მოიგო და შემდეგ ეტაპზე ''მაიამი ჰიტს'' დაუპირისპირდება. ამ სერიის პირველი შეხვედრა მაიამიში, 3 მაისს, თბილისის დროით 3 საათსა და 30 წუთზე დაიწყება.
''ნიუ ორლეან პელიკანსი'' შინ ''ფენიქს სანსთან'' 109-115 დამარცხდა. საუკეთესო ''ფენიქს სანსის'' 36 წლის კალათბურთელი კრის პოლი იყო, რომელმაც 33 ქულა ჩააგდო, 4 მოხსნა და 8 პასი შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ პოლმა 14 სროლა განახორციელა, მათ შორის 1 სამქულიანი იყო, მისი ყველა მცდელობა წარმატებული გამოვიდა, რაც NBA-ში რეკორდია. ამ ტიპის სტატისტიკას 1997 წლიდან ითვლიან, NBA-ს ფლეი-ოფში ასეთი შედეგი არავის დაუფიქსირებია.
სერია ''ფენიქს სანსმა'' 4:2 მოიგო. შემდეგ ეტაპზე ''ფენიქს სანსის'' მეტოქე ''დალას მავერიქსი'' იქნება. ამ სერიის პირველი შეხვედრა 3 მაისს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.
''იუტა ჯაზი'' შინ ''დალაქს მავერიქსთან'' 96:98 დამარცხდა. სერია ''დალასმა'' 4:2 მოიგო. სლოვენიელმა ლუკა დონჩიჩმა 'იუტა ჯაზს'' 24 ქულა ჩაუგდო. ასევე, 9 მოხსნა და 8 პასი შეასრულა.
როგორ მოგახსენეთ, ''დალასი'' შემდეგ ეტაპზე ''ფენიქს სანსს'' შეხვდება.