გიორგი მერებაშვილი
Aa
Aa

მერებაშვილის ბრწყინვალე გოლი - გიორგიმ პოდბესკიძეს მოაგებინა

პოლონეთის რანგით მეორე დივიზიონის 30-ე ტურში, გიორგი მერებაშვილის „პოდბესკიძე“ სტუმრად „სანდეცია ნოვის“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით იმარჯვა - 1:0. შეხვედრის ერთადერთი გოლი ქართველი ფეხბურთელის ანგარიშზეა, რომელმაც თავი ბრწყინვალე დარტყმით გამოიჩინა.

მერებაშვილმა საკუთარი გუნდი პირველ ტაიმში, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დააწინაურა და ანგარიში შორეული გასროლით გახსნა. აღსანიშნავია, რომ 35 წლის შემტევმა თითქმის მთელი მატჩი ითამაშა და მოედანი 93-ე წუთზე დატოვა.

ცნობისთვის, მერებაშვილს პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი შეასრულა, მისი გუნდი კი 41 ქულით მე-9 პოზიციას იკავებს და პლეიოფის ზონას 1 ქულით ჩამორჩება. ზოგადად, პოლონეთის ჩემპიონატში ფიზიკურ მომზადებაზე ძალიან დიდი აქცენტი კეთდება, მწვრთნელების უმრავლესობისთვის პრიორიტეტი ფიზმომზადებაა. ასაკის მიუხედავად ამ სტილის ჩემპიონატში მერებაშვილი შესანიშნავად გამოიყურება, რაც მის პროფესიონალიზმზე მეტყველებს.

შეგახსენებთ, 2016-21 წლებში მერებაშვილი ექსტრაკლასაში პლოცკის „ვისლას“ რიგებში ასპარეზობდა, ის გუნდისა და ზოგადად ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული სახე იყო. გასულ ზაფხულში პლოცკური გუნდი დატოვა და „პოდბესკიძეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Mundo Deportivo-ს ხვიჩა კვარაცხელია გრიგოლ ჩაბრაძეში აერია
Mundo Deportivo-ს ხვიჩა კვარაცხელია გრიგოლ ჩაბრაძეში აერია