რომან აბრამოვიჩი
Aa
Aa

ჩელსის სანაცვლოდ 500 მილიონით მეტი მოითხოვა - აბრამოვიჩი ქველმოქმედებისთვის 2.5 მილიარდს გაიღებს

„ჩელსის“ მფლობელმა, რომან აბრამოვიჩმა „არისტოკრატების“ შეძენის მსურველებს შეატყობინა, რომ კლუბის სანაცვლოდ 500 მილიონი გირვანქა სტერლინგით მეტის გადახდა მოუწევთ. Sky Sports-ის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა ქველმოქმედებას მოხმარება.

მოლაპარაკებების გადამწყვეტ ეტაპზე, „ჩელსის“ შეძენის 3 პრეტენდენტია დარჩენილი და აბრამოვიჩის მოთხოვნაზე სამივე მათგანმა თანხმობა განაცხადა. მათ 500 მილიონის მოსაძიებლად დრო კვირის ბოლომდე აქვთ და ფინალური პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.

Sky Sports-ის ცნობით, აბრამოვიჩი დაჟინებით ითხოვს, რომ კლუბის გაყიდვისთანავე, 1 მილიარდი გირვანქა სტერლინგი ქველმოქმედებას მოხმარდეს და სურს, რომ საერთო ჯამში, ეს თანხა 2.5 მილიარდამდე გაიზარდოს. ამასთან, რუს ოლიგარქს უნდა, რომ „ჩელსის“ ახალმა მფლობელმა კლუბში 1-1.5 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს, რომელიც სტადიონს, აკადემიასა და ქალთა ფეხბურთს მოხმარდება.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსისთვის“ ბრძოლას აგრძელებენ: კონსორციუმი, რომლის წევრებიც ლუის ჰემილტონი და სერენა უილიამსი არიან; ბეისბოლის გუნდის, ლოს ანჯელეს დოჯერსის მფლობელი ტოდ ბოლი და ბოსტონ სელტიქსისა და „ატალანტას" მფლობელი სტივენ პაგლიუკა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფერი აქვს, რათა შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს
„ყველაფერი აქვს, რათა შესანიშნავი ფეხბურთელი გახდეს" - მოჯი ხვიჩაზე