ავთანდილ ასათიანი
Aa
Aa

ასათიანი ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა. 

ავთანდილ ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2023 წლის ბოლომდე დაიკავებს. მასთან ერთად საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წელს ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებში ისტორიულ შედეგს მიაღწია და ევროპის საუკეთესო რვა ნაკრებს შორის მოხვდა.

ასათიანი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს 2008-2009, 2012-2013 წლებში იკავებდა. 2016 წლის აპრილიდან კი, უწყვეტად მუშაობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე. ავთანდილ ასათიანის ასისტენტები კვლავ არჩილ ბოკერია და ბესო არველაძე იქნებიან. 

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში ავთანდილ ასათიანს უკვე 93 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძიძის დავუძახებთ, ცუდი არ იქნება“ - დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა
„ძიძის დავუძახებთ, ცუდი არ იქნება“ - დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა