ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, აურელიო დე ლაურენტისი
Aa
Aa

„ძიძის დავუძახებთ, ცუდი არ იქნება“ - დე ლაურენტისმა კვარაზე ისაუბრა

„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა ნეაპოლური რადიო Kiss Kiss-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ კლუბში ხვიჩას ტრანსფერი ფაქტობრივად შესრულებულია და ქართველი ფეხბურთელი იტალიური კლუბის ღირსებას მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაიცავს.

რას ამბობს დე ლაურენტისი

„იმედი მაქვს ხმაურიანი ტრანსფერი გავაკეთე. დიახ, ის ნამდვილად ნაპოლის მოთამაშეა და აქ მომდევნო 5 წლის განმავლობაში ითამაშებს, ანაზღაურების სახით, სეზონში დაახლოებით 1.5 ევროს მიიღებს. შეიძლება ზიზი დავუძახოთ, ცუდი არ იქნება“, - დასძინა ბოლოს ხუმრობით დე ლაურენტისმა.

ცნობისთვის, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა განაცხადა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავი იყო და „პარტენოპეის“ „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ყაზანის „რუბინი“ 1 თვის წინ, უკრაინაში განვითარებული მოვლენების შემდეგ დატოვა და დღეისთვის ბათუმის „დინამოს“ ღირსებას იცავს. Crystalbet ეროვნულ ლიგაში კვარაცხელიამ“ 4 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"სახელის წარმოთქმა მიჭირს, მაგრამ ნაპოლისთვის კარგი ტრანსფერია" - გულშემატკივრები ხვიჩაზე