ლეგიონერები, დინამო ბათუმი, ჯანო ანანიძე
Aa
Aa

იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია"

დინამო ბათუმის 29 წლის ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 

მიზეზი გამუდმებული ტრავმებია. მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.

ანანიძის გადაწყვეტილებას იტალიელი სპეციალისტი, მასიმო კარერა გამოეხმაურა, რომელიც სპარტაკს (სადაც ჯანო ანანიძემ 12 წელი ითამაშა), 2016-2018 წლებში ავარჯიშებდა:

ვწუხვარ, რომ მან ეს გადაწყვეტილება მიიღო. ის შესანიშნავი ადამიანი, პროფესიონალი და ტალანტია.  ვფიქრობ, რომ მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია. მინდა, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე წარმატება ვუსურვო!

სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოზიციებზე, კარერა ასევე მუშაობდა ბარიში, იუვენტუსის 19-წლამდე გუნდში, იუვენტუსის მთავარ გუნდსა და იტალიის ეროვნულ ნაკრებში.

ჯანო ანანიძისთვის კი ყველაზე წარმატებული 2 სეზონი იყო - 2013/14 და 2016/17 : 2013/14 წლებში ქართველი შემტევი როსტოვში ასპარეზობდა, სადაც ტრავმის მიღებამდე 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2016/17 წლებში, ჯანომ სეზონში 22 შეხვედრა მიითვალა, 4 გოლი გაიტანა და ტრავმის მიუხედავად, რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო. ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერლიგის კლუბების ინტერესი მამარდაშვილის მიმართ
შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერლიგის კლუბების ინტერესი მამარდაშვილის მიმართ