რეკორდები და საინტერესო ფაქტები ლივერპული VS ვილიარეალის მატჩიდან
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ლივერპულმა“ „ვილიარეალს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მერსისაიდულმა გრანდმა ფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. აღნიშნულ დაპირისპირებაში რამდენიმე საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მეთორმეტედ ითამაშა და ამით „მანჩესტერ იუნაიტედის“ შედეგი გაიმეორა.
2003 წლის შემდეგ, „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალებში, პირველ ტაიმში ყველაზე მეტი ისეთი დარტყმა შეასრულა, რომლებსაც გოლი არ მოყვა.
სადიო მანემ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მე-14 გოლი გაიტანა და ამით დიდიე დროგბას შედეგი გაიმეორა. აფრიკელ ფეხბურთელებს შორის, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის პლეი-ოფში სწორედ ამ ორ მოთამაშეს აქვს ყველაზე მეტი გატანილი გოლი.
„ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში 9 მატჩი მოიგო. აქამდე, მერსისაიდელებს ჩემპიონთა ლიგის ერთ გათამაშებაში ამდენი შეხვედრა არასდროს მოუგიათ.
იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში 4 საშინაო შეხვედრა გამართა და ოთხივე მოიგო. მსგავსი შედეგი ოტმარ ჰითსფელდს და მარჩელო ლიპის აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების ნახევარფინალის განმეორებითი დაპირისპირება 3 მაისით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.