მილანი, ინტერი, სერია ა, ჯენოა
Aa
Aa

ბოლონიამ ინტერს მოუგო - სერია ა-ს მილანი ლიდერობს

სერია ა-ს მორიგ ტურში „ინტერმა“ გამოტოვებული შეხვედრა სტუმრად „ბოლონიას“ წინააღმდეგ გამართა და უმნიშვნელოვანესი ქულები დაკარგა. ინძაგის გუნდი 1:2 დამარცხდა.

მთელი მატჩის განმავლობაში „ნერაძური“ ფლობდა უპირატესობას, თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ გამოდგა. მესამე წუთზე ივან პერიშიჩმა ბრწყინვალე გოლით ანგარიში გახსნა და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

მასპინძლები კონტრ-შეტევებზე თამაშობდნენ. 28-ე წუთზე არნაუტოვიჩმა წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. „ინტერი“ ბევრს აქტიურობდა, მაგრამ გოლი „ბოლონიამ“ გაიტანა. 81-ე წუთზე სანსონემ გამოიჩინა თავი.

ამ გამარჯვებით, ყველაზე დიდი სარგებელი „მილანმა“ ნახა. 34 ტურის შემდეგ, 74 ქულით სერია ა-ს სწორედ „როსონერი“ ლიდერობს. „ნერაძური“ კი 72 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფება. ცნობისთვის, იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტური დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები