ლეგიონერები, დინამო ბათუმი, საქართველოს ნაკრები, ჯანო ანანიძე
Aa
Aa

ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება 29 წლის ასაკში მიიღო

დინამო ბათუმის 29 წლის ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. 

მიზეზი გამუდმებული ტრავმებია. მაგალითისთვის, ჯერ მხოლოდ 2011-2018 წლებში, ფეხბურთელს სხვადასხვა სიმძიმის ტრავმის მიზეზით, 845 დღე გაუცდა.

ამ ეტაპზე ანანიძე დინამო ბათუმის ფეხბურთელია და საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში აჭარული გუნდის მაისური 5 მატჩში მოირგო, ჯამურად კი 80 წუთი ითამაშა. ნახევარმცველს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონთან კონტრაქტი 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით აკავშირებს.

სხვადასხვა დროს ანანიძე მოსკოვის სპარტაკში (12 წელი), როსტოვში, კრილია სოვეტოვსა და ანორთოსისში თამაშობდა, შემდეგ იყო დინამო თბილისი და დინამო ბათუმი, რომლის რიგებშიც ამ დრომდე ასპარეზობს. მისთვის  ყველაზე წარმატებული 2 სეზონი იყო - 2013/14 და 2016/17 : 2013/14 წლებში ქართველი შემტევი  როსტოვში ასპარეზობდა, სადაც ტრავმის მიღებამდე 3 გოლი და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2016/17 წლებში, ჯანომ სეზონში 22 შეხვედრა მიითვალა, 4 გოლი გაიტანა და ტრავმის მიუხედავად, რუსეთის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

ჯანო ანანიძემ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო მატჩი 16 წლის, 10 თვისა და 26 დღის ასაკში ჩაატარა და ლევან ყენიას შემდეგ, ამ დრომდე ყველაზე მცირე ასაკის დებიუტანტია. მან საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორმა პირველად 2009 წელს, იტალიის წინააღმდეგ მოირგო, მაშინ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი ექტორ რაულ კუპერი იყო.

ანანიძემ საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით 45 მატჩი ჩაატარა (აქედან, 5 მატჩი შეცვლაზე), 6 გოლი გაიტანა (მათ შორის, 3 პენალტით) და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერლიგის კლუბების ინტერესი მამარდაშვილის მიმართ
შეესაბამება თუ არა სიმართლეს პრემიერლიგის კლუბების ინტერესი მამარდაშვილის მიმართ