მილანი, კაკა
Aa
Aa

5 დასამახსოვრებელი მომენტი კაკას მილანური კარიერიდან

მსოფლიო ფეხბურთს არაერთი ლეგენდა ჰყავს. დღეს გავიხსენოთ ბრაზილიელი რიკარდო კაკა, რომელმაც „მილანში“ მწვერვალები დაიპყრო. შემოგთავაზებთ ყოფილი ნახევარმცველის 5 დასამახსოვრებელ მომენტს „როსონერის“ შემადგენლობაში.

1 - ჩამოსვლა

2003 წლის ზაფხულში, 21 წლის კაკა „მილანს“ „სან-პაულუდან“ 8.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მოგვიანებით, სილვიო ბერლუსკონიმ ამ ტრანსფერს „არაქისი“ უწოდა. კაკას დებიუტი „ანკონას“ წინააღმდეგ შედგა და ის უმალ „როსონერის“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელად იქცა.

2 - ტიტულის გემო

2003/2004 წლებში „მილანმა“ სერია ა მოიგო და ეს კაკას პირველი იტალიური ტიტული იყო. რიკარდომ სკუდეტოს მოგებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. რიკარდომ პირველივე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 14 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა. 14-დან 2 გოლი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გაიტანა.

3 - ევროპული დიდება

სტამბოლში საშინელი ღამის შემდეგ, კაკამ საბოლოოდ გაუსინჯა გემო ევროპულ ტიტულს. 2007 წელს, „მილანმა“ ფინალში „ლივერპული“ დაამარცხა. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 13 მატჩში 10 გოლი გაიტანა. ფინალში კი მერსისაიდელების წინააღმდეგ საგოლე გადაცემა შეასრულა.

4 - ოქროს ბურთი

2007 წლის 2 დეკემბერს, კაკამ ოქროს ბურთი და ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო მიიღო. იმავე წელს, რიკარდო „მილანთან“ ერთად მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულიც გახდა.

საინტერესო ის გახლავთ, რომ კაკა იყო ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც რონალდუს და მესის ეპოქის დაწყებამდე ოქროს ბურთი მოიგო.

5 - უარი „მანჩესტერ სიტის“

2009 წლის იანვარში, კაკა ახლად გამდიდრებულ „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. „ქალაქელებმა“ მილანს 100 მილიონი ევრო შესთავაზეს და ამას „როსონერი“ დათანხმდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა ტრანსფერი ჩაშალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები