აურელიო დე ლაურენტისმა ტრანსფერი დაადასტურა - ხვიჩა ნაპოლიში გადადის
„ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. ნეაპოლური გრანდის პირველი პირი „ნაპოლის“ ოფიციალურ რადიოში სტუმრად იმყოფებოდა და „კვარაზე“ სწორედ იქ ისაუბრა.
„ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ხვიჩა კვარაცხელია ჩვენი პირველი შენაძენი იქნება“, - განაცხადა დე ლაურენტისმა.
Napoli have officially signed Georgian winger Khvicha Kvaratskhelia for next season. Deal completed and now also announced by president de Laurentiis to Radio KKN. ???????????? #transfers
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) April 27, 2022
Former Rubin Kazan player will join Napoli on a 5 year deal - he was on Tottenham list last summer.
შეგახსენებთ, რომ ახლახან, ავტორიტეტულმა იტალიურმა გამოცემამ, Corriere dello Sport-მა განაცხადა, რომ ტრანსფერი გადაწყვეტილი ამბავი იყო და „პარტენოპეის“ „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.
„ქართველი გარემარბი, რომელმაც სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა, ნაპოლის დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაუჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.ხელშეკრულება 5 წელზეა გათვლილი. ხვიჩას ხელფასი 1.5 მილიონი ევრო იქნება და იგი შეეცდება, რომ ნაპოლი თავისი TIRAGGIRO-თი (მოჭრილი დარტყმები, როგორ სტილშიც ინსინიეს გააქვს გოლები) გააოცოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
გეტყვით იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ, კვარაცხელიას შესახებ Napolipiu-მ დაწერა და ქართველი ფეხბურთელი დადებითად დაახასიათა. ნეაპოლური გამოცემის მიხედვით, კვარაცხელია მოკლე მონაკვეთზე დრიბლინგის უნარით გამოირჩევა, კარგი დარტყმა აქვს, ფიზიკური სიძლიერის მხრივ პრობლემა არ გააჩნია და გოლის ალღოც აქვს, რაც დინამო ბათუმის რიგებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.