მადრიდის რეალი, კარიმ ბენზემა, მესუთ იოზილი
Aa
Aa

„მიეცით ბენზის ოქროს ბურთი!“ - მესუთ იოზილი

გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და 7-ქულიან თრილერში 4:3 დაამარცხა.

„სამეფო კლუბის“ მხრიდან მორიგი გამორჩეული მატჩი ჩაატარა კარიმ ბენზემამ, რომელმაც ედერსონის კარში დუბლის შესრულებაც შეძლო. 34 წლის ფეხბურთელმა ჯერ 28-ე წუთზე გამოიჩინა თავი, 82-ე წუთზე კი „მანჩესტერ სიტის“ კარი პენალტით, ე.წ. „პანენკას“ სტილში აიღო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ნახევარმცველმა, მესუთ იოზილმა სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, წარწერით: როგორი ფანტასტიკური თამაში იყო. „მიეცით ჩემს ბიჭს, ბენზის ოქროს ბურთი!“

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კარიმ ბენზემამ უკვე 9 გოლი გაიტანა, საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე 14 გოლია.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის ჩემპიონთა ლიგის ნახევაფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი 4 მაისს, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"წინ ბერნაბეუა" - ბენზემა სიტისთან მარცხის შემდეგ