ფინიქს სანსი, ნიუ ორლეან პელიკანსი
Aa
Aa

ფინიქსს თავისი რკინის კაცი ჰყოლია - კრის პოლის მაგარი მატჩი და გამარჯვება მე-5 შეხვედრაში

დასავლეთ კონფერენციის საუკეთესო გუნდი, „ფინიქს სანსი“ მეორე რაუნდს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. არიზონელებმა, რომლებიც ერთ-ერთი ლიდერის, დევინ ბუკერის გარეშე ასპარეზობენ, „ნიუ ორლეან პელიკანსი“ 112-97 დაამარცხეს და სერიაში 3:2 დაწინაურდნენ.

„ფინიქსის“ წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა მიკალ ბრიჯისმა, რომელმაც კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ბრიჯისმა პარკეტზე თითქმის 47 წუთი გაატარა და თავი 31 ქულას, 5 მოხსნას, 2 ასისტს, 1 ჩაჭრას და 4 დაფარებას მოუყარა. იგი დაცვაშიც შესანიშნავი იყო და კალათბურთელებმა, რომლებსაც მეურვეობდა 17-დან მხოლოდ 3 სროლა გამოიყენეს. ბრიჯისი NBA-ის ისტორიაში მე-7 მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში მინიმუმ 30 ქულა, 4 დაფარება და ამდენივე სამქულიანი გაიფორმა.

„ფინიქსის“ „რკინის კაცს“ კრის პოლი დაეხმარა, რომელმაც 22 ქულა, 11 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა. „სიპი3“ ერთადერთი კალათბურთელია, რომელსაც მიმდინარე პლეიოფის ყველა შეხვედრაში მინიმუმ 10 ასისტი აქვს გაკეთებული. პოლისა და ბრიჯისის გარდა, 19 ქულით დეანდრე ეიტონი გამოირჩა, ხოლო კემერონ პეინს 12 ქულა ჰქონდა. „ნიუ ორლეანის“ მხრიდან საუკეთესო ბრენდონ ინგრემი იყო - 22 ქულა, 5 მოხსნა. სი ჯეი მაკკოლუმმა 21 ქულა ჩააგდო, ვალანჩუნასმა - 17.

შეგახსენებთ, რომ არიზონაში გამართული მე-5 შეხვედრის შემდეგ, სერია ნიუ ორლეანში გადაინაცვლებს. „სანსს“ მეორე რაუნდის საგზურის მოპოვების პირველი შანსი 29 აპრილს მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თრილერი ეტიჰადზე - 7-გოლიანი დრამა მან. სიტიმ მოიგო
თრილერი ეტიჰადზე - 7-გოლიანი დრამა მან. სიტიმ მოიგო