მაიამი ჰიტი, ატლანტა ჰოუქსი, ტრეი იანგი
Aa
Aa

ტრეი იანგის საშინელი სერია - მაიამიმ მეორე რაუნდის საგზური მოიპოვა

აღმოსავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანმა, „მაიამი ჰიტმა“ მეორე რაუნდში თამაშის უფლება მოიპოვა. გამთენიისას, ფლორიდელებმა „ატლანტა ჰოუქსი“ 97:94 დაამარცხეს და ჯორჯიელებთან სერიაში 4:1 იმარჯვეს.

„მაიამი“ მე-5 მატჩს სერიოზული დანაკლისით შეხვდა. „ჰიტს“ ჯიმი ბატლერი და კაილ ლაური ვერ დაეხმარნენ, თუმცა ერიკ სპოელსტრას გუნდს ახალი გმირი მოევლინა. ბატლერის არყოფნაში ძირითად შემადგენლობაში ვიქტორ ოლადიპო გამოჩნდა და ბრწყინვალედ იასპარეზა. ოლადიპო „მაიამის“ რიგებში საუკეთესო იყო და 23 ქულა, 3 ჩაჭრა და ამდენივე ასისტი მიითვალა. მას 20 ქულით ბემ ადებაიო დაეხმარა, ხოლო ჰიროსა და შტრუსს 16 და 15 ქულა ჰქონდათ.

„ატლანტას“ ლიდერმა, ტრეი იანგმა მორიგი საშინელი შეხვედრა ჩაატარა. „ჰოუქსის’ გამთამაშებელმა 12-დან 2 ბურთი ჩააგდო, 6 დაკარგვა ჰქონდა და მხოლოდ 11 ქულას დასჯერდა. მისი ფიასკოს მიუხედავად, „ჰოუქსს“ შანსი მაინც ჰქონდა, რაც დეანდრე ჰანტერის დამსახურებაა. ამ უკანასკნელმა ჩინებულად იასპარეზა და 35 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა. შეხვედრის დასრულებამდე 41 წამით ადრე, ჰანტერმა მე-6 პერსონალური მიიღო და პარკეტის დატოვება მოუწია. ამ დროს „ატლანტა“ 3 ქულით აგებდა და ანგარიშის გათანაბრებაც სცადა, მაგრამ „მაიამის“ დაცვას ვერაფერი მოუხერხა.

შეგახსენებთ, რომ „ჰიტის“ მომდევნო მეტოქეს „ფილადელფია სევენთი სიქსერსი“ და „ტორონტო რეპტორსი“ გაარკვევენ. ჯოელ ემბიდისა და ჯეიმს ჰარდენის გუნდი 3:2-ს იგებს, მაგრამ ზედიზედ 2 შეხვედრა წააგო და მომდევნო მატჩს სტუმრად გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერკვილაძის აღიარება - 20 წლის ფორვარდი წლის საუკეთესო სპორტსმენია
მერკვილაძის აღიარება - 20 წლის ფორვარდი წლის საუკეთესო სპორტსმენია