ჯა მორენტი, მემფის გრიზლისი, მინესოტა ტიმბერვულვზი
Aa
Aa

მორენტმა მემფისს მოაგებინა - 18 ქულა მეოთხე მეოთხედში და გეიმ ვინერი

„მემფის გრიზლისი“ „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ სერიაში დაწინაურდა - 3:2. გამთენიისას გამართული მე-5 შეხვედრა უაღრესად დაძაბული და საინტერესო გამოდგა. „მინესოტა“ მთელი მატჩის განმავლობაში წინ იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტებში მოწოდების სიმაღლეზე ვერ გახლდათ და 109:111 დამარცხდა.

 

„ტიმბერვულვზი“ მეოთხე მეოთხედს 11-ქულიანი უპირატესობით შეხვდა და მიზანთან ახლოსაც იყო, მაგრამ „მემფისის“ ლიდერს, ჯა მორენტს ვერაფერი მოუხერხა. ამ უკანასკნელმა ბოლო თორმეტწუთეულში 18 ქულა ჩააგდო და საფინალო სირენამდე 1 წამით ადრე, საკუთარი გუნდი 2 ქულით დააწინაურა.

მორენტს შესანიშნავი მატჩი ჰქონდა და სამმაგ დუბლამდე ერთი შედეგიანი გადაცემა დააკლდა - 30 ქულა, 13 მოხსნა, 9 ასისტი. ჯას გარდა, აუცილებელია, ბრენდონ კლარკის ბრწყინვალე თამაში გამოვყოთ. „ბისიმ“ პარკეტზე 36 წუთი გაატარა და აქტივში 21 ქულა, 15 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა, დესმონდ ბეინს კი 25 ქულა ჰქონდა. „მინესოტას“ 28 ქულითა და 12 მოხსნით კარლ-ენტონი თაუნსმა ულიდერა. ენტონი ედვარდსმა 22 ქულა ჩააგდო, დიანჯელო რასელი კი 12 ქულას დასჯერდა.

ამრიგად, „მემფისს“ მომდევნო ეტაპის საგზურის მოსაპოვებლად ერთი გამარჯვებაღა აკლია. „გრიზლისი“ მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს და „მინესოტას“ 30 აპრილს დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა
„ლა ლიგის ერთ-ერთი აღმოჩენაა" - ესპანელებმა მამარდაშვილი შეაქეს