რეალი, კარლო ანჩელოტი, კარიმ ბენზემა
Aa
Aa

''ბენზემა საუკეთესოა'' - ანჩელოტიმ მან. სიტისთან მატჩზე ისაუბრა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური სტადიის პირველ მატჩში ''მან. სიტიმ'' ''ეტიჰადზე'' მადრიდის ''რეალი'' 4:3 დაამარცხა.

ანგარიში კევინ დე ბრუინმა მაჰრეზის საგოლე პასით მე-2 წუთზე გახსნა. მე-11 წუთზე გაბრიელ ჟესუსმა სხვაობა ორამდე გაზარდა. 33-ე წუთზე ბენზემამ სხვაობა შეამცირა. 53-ე წუთზე ფილ ფოდენმა ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა. 55-ე წუთზე ვინისიუს ჟუნიორმა შეაგდო - 3:2. 74-ე წუთზე ბერნარდუ სილვამ გაუტანა ''რეალს'', 81-ე წუთზე კი ბენზემამ პენალტის ნიშნულიდან დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ ''რეალის'' მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა:

''პირველი მატჩი ჩვენთვის საუკეთესო შედეგით არ დასრულდა. 4 გოლი გავუშვით, დაცვაში საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენი მეტოქე ძლიერი ოპონენტია, თუმცა ჩვენ მასთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია. ფინალში გასვლისთვის საკვანძო ფაქტორი დაცვაში კარგად თამაში იქნება.

ინდივიდუალური ორთაბრძოლები დავთმეთ, უფრო ყურადღებით უნდა გვეთამაშა. გოლის გატანის შანსები გვქონდა, თუმცა როცა ბურთს მეტოქე ფლობდა, ძალიან რთულ ვითარებაში ვიყავით. თავდაჯერება უნდა დავიბრუნოთ.

არ ვიცი, ბენზემა მოიგებს თუ არა "ოქროს ბურთს", მაგრამ დღეს საუკეთესო ფეხბურთელია. მისი ხარისხისა და ეფექტურობის მქონე ფეხბურთელს სხვას ვერ ვხედავ''.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი 4 მაისს მადრიდში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''ფეხბურთი ფანტასტიკური სპექტაკლია'' - გუარდიოლა რეალთან მატჩზე
''ფეხბურთი ფანტასტიკური სპექტაკლია'' - გუარდიოლა რეალთან მატჩზე