კილიან მბაპე, პარი სენ ჟერმენი, ემანუელ მაკრონი
Aa
Aa

მბაპე პრეზიდენტად? - კილიანმა არჩევნებში 10 ხმა მიიღო

ამჟამად, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. 50 მილიონამდე ადამიანი საკუთარ აზრს აფიქსირებს. გამოცემა „ბლიჩერმა“ L'Est Républicain-ზე დაყრდნობით საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა.

საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში, კონკრეტულად კი ტალნეში, ხმების დათვლის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ 10 ხმა „პარი სენ ჟერმენის“ ვარსკვლავმა კილიან მბაპემ მიიღო. როგორც ჩანს, ტალნეში ფრანგი სუპერ ვარსკვლავი იმდენად უყვართ, რომ მისი პრეზიდენტობა სურთ.

ცნობისთვის, 2012 წლის მონაცემებით, სოფელ ტალნეში 402 ადამიანი ცხოვრობს. ასევე გეტყვით, საფრანგეთში ახლა არჩევნების მეორე ტურია დანიშნული, ხოლო ხმების დათვლის პირველადი შედეგებით, მაკრონი 58.5%-ით იგებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები