ნოვაკ ჯოკოვიჩი, უიმბლდონი
Aa
Aa

უიმბლდონის გადაწყვეტილება - სათამაშოდ ვაქცინიცია საჭირო არ იქნება

„უიმბლდონის“ ორგანიზატორებმა დაადასტურეს, რომ წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად ვაქცინაცია აუცილებელი არ იქნება. დიდი სლემის ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალი ბოლტონმა განაცხადა, რომ კორტებზე გასვლა არავაქცინირებულ ჩოგბურთელებსაც შეეძლებათ.

„უიმბლდონზე სათამაშოდ დაწესებულ მოთხოვნებში კორონავირუსისგან ვაქცინაციის ვალდებულება არაა. წლეულს, ჩვენს ტურნირზე სათამაშოდ ვაქცინაცია აუცილებელი არ იქნება“, - განაცხადა ბოლტონმა.

აღსანიშნავია, რომ შარშან, „უიმბლდონის“ მიმდინარეობისას ჩოგბურთელები ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ, წლეულს კი შეეძლებათ, თავად აირჩიონ სად გაჩერდნენ. გარდა ამისა, არავაქცინირებულ მოთამაშეებს კარანტინის გავლა არ მოუწევთ და მატჩებზე სრული დასწრება იქნება.

„უიმბლდონის“ ორგანიზატორების მიერ მიღებული გადაწყვეტილება კარგი ამბავია ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობის მიღება ვაქცინაციის სტატუსის არქონის გამო ვერ მოახერხა და ინგლისში ტიტულის დაცვა შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა