ნანტი, ემილიანო სალა, კარდიფი
Aa
Aa

„ემილიანო სალას გარდაცვალების გამო გავვარდით“ - კარდიფი ნანტისგან 80 მილიონს ითხოვს

„კარდიფი“ „ნანტისგან“ 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს ითხოვს. უელსურმა კლუბმა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომელიც ემილიანო სალას გარდაცვალებას უკავშირდება და მასში ნათქვამია, რომ ბრიტანელებს კომპენსაციის მიღება სურთ.

„კარდიფმა“ სალა 2019 წლის იანვარში გაიფორმა და მის სანაცვლოდ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგი უნდა გადაეხადა, მაგრამ არგენტინელი ფეხბურთელი ტრაგიკულად გარდაიცვალა. უელსელთა მაშინდელი თავკაცის, ნილ უორნოკის თქმით, სალას ტრაგედია რომ არ მომხდარიყო, მისი გოლების დახმარებით, კლუბი პრემიერ ლიგიდან არ გავარდებოდა.

Sun-ის ცნობით, „კარდიფი“ სწორედ იმ თანხას ითხოვს, რომელიც პრემიერ ლიგაში დარჩენის შემთხვევაში, სატელევიზიო უფლებებისგან, რეკლამებისგან და სპონსორებისგან უნდა მიეღო, ეს კი 80 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს. უელსელთა აზრით, სალას გარდაცვალებაში „ნანტია“ დამნაშავე, რადგან მისმა აგენტმა, უილი მაკკეიმ ფრენის ორგანიზება მათი სახელით მოახდინა.

შეგახსენებთ, რომ სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში სალას საქმე უკვე განიხილება და უნდა დადგინდეს, „კარდიფმა“ „ნანტს“ ფეხბურთელის საფასური უნდა გადაუხადოს თუ არა. უელსურ კლუბს კარლოს ტევესის მაგალითი მოჰყავს და აცხადებს, რომ 15 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მის ვალდებულებას არ წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა
„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა