გიორგი მიქაუტაძე, მაურო იკარდი
Aa
Aa

„ქართველი მკვლელი“ – Tuttomercatoweb-მა მიქაუტაძე იკარდის შეადარა

იტალიურ გამოცემას, Tuttomercatoweb.com-ს აქვს რუბრიკა, რომელშიც საკუთარ მკითხველს ყოველდღიურად, ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს აცნობს. დღეს, Tuttomercatoweb-მა „სერენის“ თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე გამოარჩია და მას „ქართველი მკვლელი“ უწოდა.

„55 თამაში, 36 გოლი, 4 შედეგიანი გადაცემა. მისი თამაშიდან გამომდინარე, ალბათ, მეცი ძალიან ნანობს, დე პრევილის მოსვლის შემდეგ, გიორგი მიქაუტაძე სერენში რომ გაანათხოვრა. 31 წლის თავდამსხმელი საერთოდ სხვა ლიგაში იმყოფება და მხოლოდ 5 გოლი აქვს გატანილი.

ქართველი მკვლელი რა თქმა უნდა, თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ტიპური ცენტრფორვარდი არ გახლავთ. იგი მეტოქე გუნდის მცველების უკან შესანიშნავად იხსნება და მოედნის ბოლო 20 მეტრში განსხვავების შექმნა და თამაშზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია“, - წერს იტალიური გამოცემა.

აღსანიშნავია ისიც, რომ სტატიის ბოლოს, Tuttomercatoweb-ი საკუთარ მკითხველს მიქაუტაძის შესახებ ზოგად ინფორმაციას აწვდის (დაბადების თარიღი, ეროვნება, პოზიცია) და მას „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, მაურო იკარდის ადარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია
„მის გარეშე ვალენსიას მომავალი არავის წარმოუდგენია" - ესპანურ პრესაში მამარდაზე წერენ