დალას მავერიქსი, იუტა ჯაზი
Aa
Aa

დონჩიჩის შოუ იუტასთან - ჯაზმა ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მატჩი ჩაატარა

„დალას მავერიქსი“ „იუტა ჯაზთან“ სერიაში დაწინაურდა - 3:2. ტექსასელებმა მე-5 შეხვედრა საკუთარ კედლებში გამართეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს. „დალასმა“ მხოლოდ მეოთხე მეოთხედი წააგო, ისიც ერთი ქულით და საბოლოოდ, „ჯაზმენები“ 102:77 გაანადგურა.

„მავერიქსთან“ შეხვედრაში „იუტამ“ 30-დან მხოლოდ 3 სამქულიანი ჩააგდო. NBA-ის პლეიოფების ისტორიაში გუნდის მიერ, რომელმაც პერიმეტრიდან მინიმუმ 25-ჯერ შეუტია, ეს ყველაზე ცუდი პროცენტია. გარდა ამისა, „ჯაზს“ საკუთარ ისტორიაში ამაზე უარესი შედეგი არასდროს ჰქონია. საინტერესოა ისიც, რომ „იუტას“ შეტევა რეგულარულში მთელ NBA-ში საუკეთესო იყო, დღეს კი მხოლოდ 77 ქულა ჩააგდო, რაც „დალასის“ ბრწყინვალე დაცვის დამსახურებაა.

„მავერიქსი“ შეტევაშიც დომინირებდა და გუნდს ლუკა დონჩიჩმა ულიდერა, რომელმაც 33 ქულა, 13 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა. ჯეილენ ბრანსონს საოცარი სერია აქვს და 20-ქულიანი ნიშნული კიდევ ერთხელ გადალახა - 24 ქულა, 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა. „იუტას“ მხრიდან ერთადერთი, ვინც მაღალ დონეზე იასპარეზა, ჯორდან კლარკსონი გახლდათ - 20 ქულა, 4 მოხსნა, 3 ასისტი. რუდი გობერს 17 ქულა და 11 მოხსნა ჰქონდა, დონოვან მიჩელმა კი 15-დან მხოლოდ 4 ბურთი ჩააგდო.


ცნობისთვის, „დალასი“ 3:2-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას სტუმრად გამართავს. „იუტა“ საკუთარ თავს არ ჰგავს და არაა გამორიცხული, ყველაფერი სოლტ ლეიკ სითიში მდებარე „ვივინტ არენაზე“ დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ
მანჩესტერ სიტი v მადრიდის რეალი - მატჩის წინ