ძიუდო, ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი, ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე
Aa
Aa

„საინტერესოა, რის ამოღებას შეძლებს კიმონოს მაჯებიდან“ - EJU-ს სტატია ლიპარტელიანზე

მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე -100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტების შანსები ევროპული ძიუდოს გაერთიანების (EJU) ყურადღების ცენტრში მოექცა.

გაერთიანების ვებ-გვერდზე ვარლამ ლიპარტელიანის და ილია სულამანიძის შესახებ ვკითხულობთ.

რას წერს EJU

„გავრცელებული ჭორების მიუხედავად, ვარლამ ლიპარტელიანს შენობა არ დაუტოვებია. იმის მიუხედავად, რომ ტოკიოს ოლიმპიადის დასრულების შემდეგ, მის მიერ გავრცელებულმა განცხადებამ შექმნა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი კონკურენციას გაურბოდა, მალევე ის ბუნდესლიგაში და პარიზში გამართულ ევროპის საკლუბო ჩემპიონთა ლიგაზე შევნიშნეთ. მას აქვს სამი ევროპული ტიტული. ტატამზეც და ტატამის გარეთაც მისით ყველა აღფრთოვანებულია. მას ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდა და საინტერესოა, კიდევ რის ამოღებას შეძლებს კიმონოს სახელოებიდან ქართველი ძიუდოისტი.

მისი თანაგუნდელი, ილია სულამანიძე ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ამომავალი ვარსკვლავია, რომელზეც ბევრს საუბრობენ. ის მხოლოდ 20 წლისაა და უკვე მოასწრო ევროპის ჩემპიონობა როგორც ახალგაზრდებში, ისე 23-წლამდე ძიუდოისტებს შორის. გასულ წელს კი უფროს ძიუდოისტებს შორის ბრინჯაოს მედლის პრიზიორი გახდა, მეორე ბრინჯაო კი ლიპარტელიანს ერგო“, - ნათქვამია სტატიაში.

შეგახსენებთ, რომ ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი 28 აპრილიდან 1 მაისის ჩათვლით გაიმართება.

ტურნირზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

ვაჟები - ლუხუმ ჩხვიმიანი, ჯაბა პაპინაშვილი (-60 კგ); ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ); ლაშა შავდათუაშვილი (-73 კგ); ტატო გრიგალაშვილი (-81 კგ); ლუკა მაისურაძე (-90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ილია სულამანიძე (-100 კგ); გურამ თუშიშვილი (+100 კგ).

გოგონები - ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ); სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
13 მედალი ევროპის თასზე - ახალგაზრდა ძიუდოისტების ტრიუმფი
13 მედალი ევროპის თასზე - ახალგაზრდა ძიუდოისტების ტრიუმფი