ჰამბურგი, ლეგიონერები, გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჰამბურგი გიორგი ჩაკვეტაძეს არ გამოისყიდის

გერმანული გამოცემა - Bild ჰამბურგში იჯარით მყოფ გიორგი ჩაკვეტაძე გვიყვება და წერს, რომ გიორგის საკლუბო კარიერა პრაქტიკულად, გადაწყვეტილია - ივნისის შემდეგ,  საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გერმანულ კლუბს დატოვებს.

თავად გიორგიმ, რამდენიმე კვირის წინ, Abendblatt-Informationen-თან ინტერვიუში არ დამალა, რომ ჰამბურგში დარჩენის წინააღმდეგი არ იყო:

აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ და მინდა, ჰამბურგში უფრო დიდხანს დავრჩე. ვნახოთ, რას მოგვიტანს მომავალი.

აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძემ ბოლო 5 მატჩში მხოლოდ 52 წუთი ითამაშა, საბოლოო ჯამში, მას ამ დრომდე გერმანული გუნდის რიგებში 323 წუთი დაეთმო, ჩაატარა 10 მატჩი და 1 გოლი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა სადებიუტო გოლი პადერბორნს გაუტანა.

საინტერესოა, რომ  ჰამბურგის ამჟამინდელი წარმომადგენლები - მიხაელ მუტცელი ჰოფენჰაიმში , ხოლო იონას ბოლდტი ლევერკუზენში მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაციით,  ორივე მათგანს, სხვადასხვა დროს, ზემოხსენებულ გუნდებში მუშაობის დროს, ქართველი ტალანტის გადაბირება სურდა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს
ცხადაძე: ,,ყველა ცდილობს, რომ დინამოს ფეხბურთის თამაშში ხელი შეუშალოს"