კუტალიას დუბლი ისრაელში - მისი გუნდი ელიტაში აღზევებისთვის იბრძვის
''სექცია ნეს-ციონას'' ქართველმა ფორვარდმა ლევან კუტალიამ ''აგუდატ სპორტ აშდოდთან'' დუბლი შეასრულა. კუტალიას გუნდმა საშინაო შეხვედრა 4:0 მოიგო. 32 წლის თავდამსხმელმა პირველი გოლი 53-ე წუთზე შეაგდო, ანგარიში 2:0 გახდა.
Sektzia Nes Tziona - Ashdod 4:0
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) April 25, 2022
2:0 Levan Kutalia (53) pic.twitter.com/AGzuVqqWbA
მე-80 წუთზე კუტალიას გოლით მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.
Sektzia Nes Tziona - Ashdod 4:0
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) April 25, 2022
4:0 Levan Kutalia (80) pic.twitter.com/HKmO93fptJ
მიმდინარე სეზონში ლევან კუტალიამ ისრაელის ჩემპიონატის 33 მატჩში 8 გოლი შეაგდო.
ქართველი ფეხბურთელის გუნდი ელიტაში აღზევების იბრძვის, 35 ტურის შემდეგ 55 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე ადგილზე მყოფს 2 ქულით ჩამორჩება. თუ ''სექცია ნეს-ციონა'' მეორე ადგილზე აღზევდება, შემდეგ სეზონში უმაღლეს ლიგაში ითამაშებს. მესამე ადგილზე გასული კლუბი მომდევნო სეზონს კვლავ რანგით მეორე ლიგაში გაატარებს.
კუტალიასთვის ''სექცია ნეს-ციონა'' მესამე ებრაული კლუბია, ამ გუნდს 2021 წლის ზაფხულში შეუერთდა. ასევე, მას უთამაშია უმაღლესი ლიგის თელ-ავივის ''ჰაპოელსა''(2020) და რანგით მეორე ლიგის ''უმ ალ-ფამის ''ჰაპოელში'' (2021).